ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წელს 12 ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა

21 თებერვალი, 2021
ფოტო: 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

ანა კოდუამ მონაწილეობა მიიღო გერმანული აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) პროექტში, სადაც მაღალი ქულებით ჩაირიცხა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე.

საქართველოს უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ბულია ერასმუს + ფარგლებში ჩარიცხულია 2020/2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრში ლუბლინის ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სამოქალაქო ინჟინერია და არქიტექტურის ფაკულტეტზე.

კომისიამ ორივე სტუდენტის ფინანსური მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2020 წელს 12 ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა.

გააზიარე