ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

zugdidi4culture

ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი  (დოკ).

კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების გზამკვლევი ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესის განმსაზღვრელი სამუშაო დოკუმენტია, რომელსაც ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია წარმართავს.


კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან საჯარო და კერძო კულტურული დაწესებულებები და სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები; სფეროს ექსპერტები; ახალგაზრდა, დამწყები და დამოუკიდებელი ხელოვანები; ინდივიდუალური მეწარმეები და ადგილობრივი კერძო სექტორის წარმომადგენლები; ადგილობრივი სამიზნე და პროფესიული ჯგუფები და სხვა დაინტერესებული პირები.


აღნიშნული გზამკვლევი პროექტის  „EU4Culture” მხარდაჭერით შემუშავდა, რომელიც ევროკავშირის კულტურისა და შემოქმედებითობის ახლებური გააზრება ადგილობრივი განვითარებისათვის.

“პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ პროექტ EU4CULTURE-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები, დანიის კულტურის ინსტიტუტი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.”

“ეს პუბლიკაცია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური დახმარებით. ამ პუბლიკაციის შინაარსი არის
სრულყოფილად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პასუხისმგებლობა და მასში წარმოდგენილი მასალა არ ასახავს ევროკავშირის თვალსაზრისს.”

კულტურის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში შემუშავდება 2 დოკუმენტი:

1. ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების 5 წლიანი სტრატეგია 2022-2026 წლები.

2. ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელების 2 წლიანი სამოქმედო გეგმა 2022-2023 წლები.
ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესს ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია.


სტრატეგიის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილი იქნება ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა, რაც უზრუნველყოფს გამჭვირვალე და ინკლუზიურ სამუშაო პროცესს.


სამუშაო პროცესის შედეგად მიღებულ ორივე დოკუმენტს (ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგია 2022-2026 და ქ. ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა 2022-2023) ამტკიცებს ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.


სტრატეგიის აქტუალობის შენარჩუნების მიზნით, ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით, განხორციელდება მისი რეგულარული მონიტორინგი და განახლება (საჭიროების შემთხვევაში). წელიწადში ერთხელ გადაიხედება სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო სტრატეგიით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების გადახედვა 2 წელიწადში ერთხელ მოხდება.


ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველი წლის ბოლოს, შეიმუშავებს და გამოაქვეყნებს, კულტურის განვითარების სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების ყოველწლიურ ანგარიშს.

გააზიარე