ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ვლაქერნობა ზუგდიდში

15 ივლისი, 2020

ფოტოალბომი facebook

მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, ღვთისმშობლის სამოსელის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს - ვლაქერნობას აღნიშნავს.

ტრადიციულად, ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საცავიდან გამოაბრძანეს და ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, სადაც ლიტურგია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა.

ვლაქერნობის სადღესასწაულო წირვას და მსვლელობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილეები, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატი დაესწრნენ.

,,ზუგდიდს და სრულიად საქართველოს ვულოცავ ვლაქერნობის დღესასწაულს. თქვენ, იცით რომ, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიწმინდე, მარიამ ღვთისმშობლის კვართი არის დავანებული ზუგდიდში და ყოველი წლის 15 ივლისს, აღინიშნება ვლაქერნობის დღესასწაული. ქრისტიანებს საშუალება აქვთ მოილოცონ ეს უდიდესი სიწმინდე. სამწუხაროდ, პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ დღეს კულტურული ღონისძიებები ვერ გავმართეთ მუნიციპალიტეტში, თუმცა, ტრადიციულად საკათედრო ტაძარში აღევლინება წირვა ლოცვა“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

 დღის ბოლომდე თითოეულ მორწმუნეს შესაძლებლობა ექნება მიეახლოს და თაყვანი სცეს სიწმინდეებს.

გააზიარე