სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა 30 001-ზე ნაკლებია, ზამთრისთვის საჭირო შეშით უზრუნველსაყოფად გაიცემა ერთჯერადი ფულადიდახმარება100 (ასი) ლარის ოდენობით. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (40 001-ზენაკლებისარეიტინგო ქულის მქონე მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობლები, მარტოხელა პენსიონერებიდა ა.შ.)ფინანსურიმხარდაჭერაწელიწადში ერთხელგანსაკუთრებული საჭიროებისას 100-1000 (ასი-ერთი ათასი) ლარის ფარგლებში (სოციალური მდგომარეობისა და პირობების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით). დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება;
- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- სხვა არსებული დოკუმენტები;
- საბანკო ანგარიშის ნომერი;
- ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის წერილი.