საკრებულოს ბიურო
ბიუროს წევრები
- მამუკა წოწერია
- ბესიკ ჭეჟია
- თაზო ფაცაცია
- ირაკლი ლაგვილავა
- ოთარ ქადარია
- სანდრო სორდია
- დავით გახარია
- ეკატერინე კიფაია
- თამუნა ჯიქია
- დაზმირ ძიმცეიშვილი
- ანი წითლიძე
- მიხეილ ჯობავა
- ბათლომე შელია
- ჯონი ჯიქია
1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო შედგება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის,
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მოადგილეების), მუნიციპალიტეტის
საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისაგან.
2. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო:
ა) ადგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს;
ბ) კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო
ჯგუფების მუშაობას;
გ) განიხილავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გასატან ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებისა და დროებითი
სამუშაო ჯგუფების დასკვნებსა და წინადადებებს;
დ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს;
ე) ახორციელებს ამ კანონითა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ
სხვა უფლებამოსილებებს.