მშენებლობის ნებართვა
საცხოვრებელი სახლებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობის ნებართვებს გასცემს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების მეშვეობით, ხოლო საკითხს ამზადებს ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური, სპეციალურად შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც ხელმძღვანელობს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემისა და სანებართვო პირობების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 და ტექნიკური რეგლამენტის-დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #59 დადგენილებებით.
მშენებლობის ნებართვები გაიცემა: ახალი მშენებლობები (მათ შორის მონტაჟი)
- რეკონსტრუქცია
- დემონტაჟი
- ლანდშაფტური მშენებლობა
- დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი (განთავსება)
- გარე რეკლამების განთავსება
- მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზოვანი ნაგებობები
მშენებლობის ნებართვის მაძიებელმა
განცხადებას თან უნდა დაურთოს:
- სამშენებლოდ მიწის გამოყენების პირობები
- არქიტექტურულუ მუშა პროექტი
- კონსტრუქციული სქემა
- მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი
მშენებლობა დამთავრებული ობიექტები გამგებლის ბრძანების მიხედვით მიღებული უნდა იქნეს ექსპლოატაციაში. საჭიროა წარმოდგენილი იქნეს მშენებლობა დამთავრებული ობიექტის აზომვითი საკადასტრო გეგმა, საჭიროების შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა პროექტთან შესაბამისობის მიზნით.