ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

კონტანტინე კაკავა მესხიას უნივერსიტეტში

10 სექტემბერი, 2019

  ფოტოალბომი facebook

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, თეონა ხუფენიას და უნივერსიტეტის მენეჯმენტს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა უნივერსიტეტის როლი ადგილობრივი და რეგიონული განვითარების საკითხებში ასევე, ახალგაზრდებისა და სტუდენტების ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართულობის გაღრმავებაზე.

მხარეებმა რუხში დაგეგმილი სამეცნიერო პიკნიკის საორგანიზაციო საკითხებიც გაიარეს. ცნობისთვის, სამეცნიერო პიკნიკი სოფელ რუხში 30 სექტემბერს გაიმართება.

გააზიარე