ცხელი ხაზი : (0 415) 25 05 07

ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი“ დაიხურა

12 სექტემბერი, 2019

 ფოტოალბომი facebook

 ანაკლიაში ,,მომავლის ბანაკი“ საზეიმო ვითარებაში დაიხურა.

  ბანაკის დახურვას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილეებთან გიგა ფარულავასთან და კონსტანტინე კაკავასთან ერთად დაესწრო.

 ,,მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან ერთად ვიმყოფები და ვაცილებ ბოლო, მე-10 ნაკადის მონაწილეებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო 3 თვის განმავლობაში ახალგაზრდების მიღებაში. მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და ამ მეგობრობას მომავალშიც გააგრძელებენ. წელს ანაკლიის ბანაკმა 2900 ახალგაზრდას უმასპინძლა. ყველას წარმატებებს გისურვებთ“-აღნიშნა ბანაკის დახურვაზე გიორგი შენგელიამ.  

„მომავლის ბანაკის“ მიზანი იყო თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. 

 არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდა და გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად ბანაკის ძირითად თემად განისაზღვრა: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.  ანაკლიის ბანაკმა წელს ახალგაზრდების 10 ნაკადი მიიღო.

გააზიარე