Hot line : (0 415) 25 05 07 / 1308 / 100

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა

22 October, 2020
ფოტო: 

ზუგდიდის ცენტრალურ მოედანზე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდა.

ზუგდიდში 55 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

წლის ბოლომდე 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდება.

ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები;

ქ. ზუგდიდში უკვე დასრულდა ლ. ბერიას და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების რეაბილიტაცია.

განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია როგორც მოქალაქეების კომფორტული გადაადგილებისთვის, ისე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

Share page